მიმოზა - ქალთა საერთაშორისო დღის სიმბოლო
Sokhumi Daily
ეს სურნელოვანი ყვავილი აფხაზეთის თითქმის ყველა სოფელშია. გაზაფხულის პერიოდში მნიშვნელოვანია მისი ტოტების შეჭრა, რათა შემდეგ საბითუმო მოვაჭრეებზე მისი რეალიზაცია მოხდეს.
მიმოზის ყვავილებით ერთ ოჯახს სეზონზე შეუძლია საშუალოდ 60-70 ათასი მანეთი გამოიმუშავოს.
ფასი, რომელიც მიმოზის ფასები დაახლოებით ასეთია: აფხაზეთში - 70 მანეთი, სოჩაში - 500 მანეთი, მოსკოვში კი- 1300 მანეთი.
ამ წელს მიმოზის ფასი ორჯერ მეტია, ვიდრე შარშან. მცენარე აფხაზეთიდან ძირითადად ექსპორტზე გააქვთ.
ეს ყვავილები აფხაზეთში, სადღესასწაულო საჩუქრად არ ითვლება და ამის გამო ადგილობრივი მოსახლეობა როცა მას ჩუქნიან თავს შეურაწყოფილად გრძნობს.
ალბათ გასაგებია, თუ რატომაც: მიმოზა ნებისმიერი ადგილობრივის ოჯახში შეგხვდებათ. ეს მათთვის ერთგვარი ტრადიციაა.
#აფხაზეთი
#საქართველო
#მიმოზა
#მცენარე
#ყვავილი
#sokhumidaily