ბელგრადში საპროტესტო აქციებია, კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაბრუნების პერსპექტივის გარშემო
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბელგრადის ცენტრში დემონსტრანტებმა მოიყარეს თავი, რათა პროტესტი გამოეთქვათ პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებაზე, რომ COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო ქვეყანაში ბრუნდება მკაცრი შეზღუდვები ხალხის თავშეყრაზე და შაბათ-კვირას აღდგება ე.წ. "ლოკდაუნი".
შეხლა-შემოხლა მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტების ჯგუფს შორის, რომლებიც შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა მოქალაქემ, მას შემდეგ, რაც ვუჩიჩმა 7 ივლისს განაცხადა, რომ დედაქალაქში ვითარება მძიმეა და საავადმყოფოები თითქმის გადაივსო. დემონსტრანტების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მთავრობის მიერ კრიზისთან გამკლავებაზე და ვუჩიჩს გადადგომისკენ მოუწოდებდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30713841.html
#ახალი_ამბები
#twitter