ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრა მოსახლეობასთან.

Zugdidi Daily

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და მათგან სოფელში არსებული პრობლემები მოისმინა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა : ,, დღეს ისტორიული სოფლის, ჭკადუაშის მოსახლეობას შევხვდი. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, მოვისმინეთ სოფლებში არსებული საჭიროებები. როგორც გამოიკვეთა, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ახალმა პროგრამებმა მოსახლეობას მეტი შესაძლებლობა მისცა. ამ სოფელში უმთავრესი პრობლემა ცენტრალური საავტომობილო გზა იყო. სოფლის ცენტრამდე მისასვლელი მონაკვეთი უკვე დასრულებულია. სამანიოს, სანაჭყებიოს და ჯინჯოლავების უბანში კი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პროექტი უკვე არსებობს და ექსპერტიზის სტადიაზეა.“ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ჩიქოვანი ჭკადუაშში დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრა : ,,ამ ადამიანებმა ბევრი რამ გადაიტანეს, ცხოვრება შიშველი ხელებით ხელახლა დაიწყეს. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა. თუმცა ეს საკმარისი არ არის. პროცესი გრძელდება, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში არცერთი დევნილი ოჯახი საკუთარი ჭერის გარეშე არ დარჩება.“ #ჭკადუაში #სამეგრელო #ქართულიოცნება #მაჟორიტარი #დეპუტატი #კანდიდატი #დევნილები #დასახლება #მოსახლეობა #ადგილობრივები #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com