ქურდობა ჩხოროწყუში

Zugdidi Daily

ჩხოროწყუს ცენტრში ორი მაღაზია გასულ ღამეს გაქურდეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ორივე ობიექტიდან წაღებულია თანხა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. სამართალდამცავები ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ. ________________ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ქურდობა #ახალიამბები #zugdididaily წყარო: რადიო ათინათი