„ექიმები დიაგნოზს ვერ უდგენენ
Tbilisi Daily
დიმა ეზიკიანს დახმარება სჭირდება. მას ექიმები დიაგნოზს ვერ უდგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას საერო სკოლა „ლომისი1“ ავრცელებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„დიმას მდგომარეობა არასახარბიელოა. ექიმები დიაგნოზს ვერ უდგენენ. აქამდე ჩატარებული მკურნალობაც უშედეგო აღმოჩნდა და ექიმები ოჯახს ურჩევენ სასწრაფოდ გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ექიმები თვლიან, რომ ძვლის ტვინის გადანერგვას საჭიროებს. ( მინიმუმ საჭიროა 120000 დოლარი ) ოჯახი ყველაფერს აკეთებს რომ დიმა თურქეთში გადაიყვანონ.
დაავადება ასეთია: ტრომბოციტები საერთოდ დაუვარდა. მთელ სხეულზე სისხლჩაქცევები აქვს და სისხლდენა არ უჩერდება ცხვირიდან. ექიმები რა დაავადებებსაც ვარაუდიბდნენ, არც ერთი არ აღმოჩნდა. ვერ უდგენენ დიაგნოზს და ვერც აჩერებენ პროცესს. არ იციან რა გზას დაადგნენ. ატარებენ ექსპერიმენტებს.
ჩვენი თხოვნაა: ვისაც შეუძლია სისხლის მიცემა ბავშვისთვის, დავეხმაროთ. ჯგუფს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, სტაციონარში ხდება მისი გადასვლა. მსურველები დაუკავშირდით დიმას მამას
ნომერზე— 577004548. წაგიყვანთ საავადმყოფოში და მოგიყვანთ ისევ.
შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ დიმას. ვისაც შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა : ილონას (დიმას დედის ) ანგარიშის ნომერია:
GE38BG0000000273272600″საქართველოს ბანკი”პ/ნ 01001003415 მიმღები ილონა იაკოვლევა.
ჩვენ ყველა ერთად, ყველაფერს შევძლებთ
გაავრცელეთ ინფორმაცია მაქსიმალურად
პ.ს. მარტივად რომ გადარიცხოთ ანგარიშის ნომერი კომენტარებშიც დევს, “- აღნიშნულია საერო სკოლა „ლომისი1-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.