გაერომ რეზოლუცია მიიღო, რაც მომავალში კორონავირუსის ვაქცინაზე თანაბარ წვდომას ითვალისწინებს
On.ge
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუცია მიიღეს, რომლის თანახმად, კორონავირუსის წინააღმდეგ მომავალში შექმნილი ვაქცინა იქნება ყველასთვის "თანაბრად, ეფექტიანად და დროულად" ხელმისაწვდომი. ამის შესახებ France24 წერს.
რეზოლუციაში, ასევე, ხაზგასმულია "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი როლი" ამ პროცესში. დოკუმენტი, რომელიც მექსიკამ აშშ-ს მხარდაჭრით მოამზადა, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას ითვალისწინებს კოვიდ-19-თან ბრძოლაში.
#news
#politics
https://on.ge/story/54640-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%9D-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1