საქართველოს სარაგბო ნაკრები ინგლისთან დამარცხდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასი“ მოსალოდნელი მარცხით გახსნა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი ლონდონში, „თვიქენჰემზე“ დაუპირისპირდა ტურნირის უმთავრეს ფავორიტს - ინგლისს და უშანსოდ წააგო, ანგარიშით 0:40. ამავე ჯგუფში, ირლანდიამ უელსი დაამარცხა - 32:9. მეორე ჯგუფში, იტალიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე წააგო შოტლანდიასთან, ანგარიშით 17:28. საფრანგეთისა და ფიჯის მატჩი კი ექვსი ფიჯელი მორაგბის კორონავირუსით დაინფიცირების გამო ჩაიშალა. „შემოდგომის ერთა თასზე“ ბორჯღალოსნები ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ თამაშსაც სტუმრად გამართავენ. 21 ნოემბერს უელსთან და 29 ნოემბერს - ირლანდიასთან. https://www.radiotavisupleba.ge/a/30950280.html #ახალი_ამბები #twitter