უცნაური იქნებოდა, რომ სასულიერო პირი ავად იყოს და არ გვცოდნოდა, თუმცა, გამორიცხულიც არაა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139907 საქართველოს საპატრიარქოში არ ფლობენ ინფორმაციას რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მღვდელმსახურთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სასულიერო პირი რომ ყოფილიყო, მათ ეცოდინებოდათ. "არ გვაქვს ჩვენ ასეთი ინფორმაცია, საიდანაც გაიგეთ, სჯობს იქ გადაამოწმოთ. სასულიერო პირი რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ ჩვენ გვეცოდინებოდა. არ მოსულა ჩვენამდე მსგავსი ინფორმაცია. უცნაური იქნებოდა, რომ სასულიერო პირი ავად იყოს და არ გვცოდნოდა, თუმცა, გამორიცხულიც არაა, რომ არ გვცოდნოდა. მაგრამ ინფორმაცია ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. ერთადერთი ადამიანი ამბობს ამას", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ. წყარო:"ინტერპრესნიუსი"