საქართველოში COVID 19-ის 998 ახალი შემთხვევა აღირიცხა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში  COVID-19-ის 998 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გუშინდელი მაჩვენებელი 903 იყო. პანდემიის დაწყების შემდეგ, დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 252 972-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1 892-ს უტოლდება. ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან უდიდესი ნაწილი, 448 შემთხვევა, დედაქალაქშია  გამოვლენილი. რეგიონებში სურათი ასეთია: აჭარა - 31, იმერეთი - 170,  ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 68, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 116, კახეთი - 50, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი -13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. https://www.radiotavisupleba.ge/a/31064708.html #ახალი_ამბები #twitter