ავარია იმერეთში - არის მსხვერპლი

Kutaisi Daily

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხრესილთან ავტომანქანა ბარდიურს შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა ავტომანქანის ერთი მგზავრი - 22 წლის მამაკაცი, მძღოლი და ერთი მგზავრი მძიმე დაზიანებებით ტყიბულის და ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქუთაისის კლინიკებში გადაიყვანეს. დაღუპული ახალგაზრდის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ავარია #უბედურიშემთხვევა #kutaisidaily წყარო- ipn.ge