სააკაშვილის მიმართვის გამო საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ელჩს იბარებს
Pirveliradio Ge
რაც ჩვენ მოვისმინეთ, არის პირდაპირი ჩარევა უკრაინის მოქალაქის, რომელიც ამჟამად არის ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე, სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვის გამო დიპლომატისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს.
"ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არის პირდაპირი ჩარევა უკრაინის მოქალაქის, რომელიც ამჟამად არის ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე, სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში. შეგვიძლია სიტყვასიტყვით გავშიფროთ მისი თითოეული გამონათქვამი და მერე მაინტერესებს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან, ამაზე გვექნება საუბარი, რა თქმა უნდა, ელჩს ჩვენ დავიბარებთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
http://pirveliradio.ge/?newsid=145379