რატომ არ გაიხსნა ბაზრობები
Tbilisi Daily
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეზღუდვების დროებითი მოხსნა მხოლოდ სავაჭრო მოლებს იმიტომ შეეხოთ, რომ ბაზრობებზე პანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების დაცვა გაჭირდებოდა.
“ჩვენთვის ძალიან მძიმეა გადაწყვეტილება, რომელიც შეზღუდვებს უკავშირდება.
ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ჩვენი გადაწყვეტილება ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რჩევებს.
იქ, სადაც მეტად შესაძლებელი იქნებოდა წესრიგის დაცვა, სანიტარული ნორმების დაცვა და რიგების კონტროლი და ეს პასუხისმგებლობა განესაზღვრათ მოლებს, აქ აღსრულების მეტი სივრცე არსებობს.
გვესმის, რომ ამ ადამიანების ვაზიანებთ, მაგრამ გადაწყვეტილებები ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რჩევებს”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.