ღამის კლუბის 300 სტუმარი კარანტინში გადაიყვანეს
Tbilisi Daily
შვეიცარიის დედაქალაქ ციურიხში მდებარე ღამის კლუბის 300 სტუმარი კარანტინში გადაიყვანეს. ამის მიზეზი ადამიანთა ჯგუფია, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ოფიციალური მონაცემებით, Flamingo Club-ის ერთ-ერთ სტუმარს და მის მეგობრებს დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდათ, რის შემდეგაც მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ვირუსის დადასტურების შემდეგ, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა კლუბის ყველა სტუმარი და მომსახურე პერსონალის წევრები კარანტინში გადაიყვანეს.
იზოლაციაში ყოფნა მათ 10 დღის განმავლობაში მოუხდებათ.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შვეიცარიაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ იკლო. ამის გამო კონფედერაციაში რეგულაციები შეარბილეს.