ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 30 პირს დაუდასტურდა
Sokhumi Daily
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 30-ით გაზიარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვირუსთან ბრძოლის ე.წ. საგანგებო შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე კვლევა 235 ადამიანს ჩაუტარდა.
ე.წ. შტაბი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და სიფრთხილის გამოჩენიკსენ მოუწოდებს.
ინფორმაციისთვის, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 740 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
-
#აფხაზეთი
#აფხაზეთიდან
#აფხაზი #კორონა #კორონავირუსი #ვირუსი
#SokhumiDaily
#sokhumi