მეგრულენოვანი ჟურნალი სამეგრელოში უკვე გაყიდვაშია.
Zugdidi Daily
პირველი მეგრულენოვანი ჟურნალი „სქანი“ თბილისის შემდეგ გაყიდვაში უკვე სამეგრელოში შემოვიდა. ჟურნალის გამომცემელ „მარგალურ ნინაშ ასოციაციის“ (მეგრული ენის ასოციაციის) ინფორმაციით, „სქანი“ დღეს განთავსდა სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქებში:
ზუგდიდში - საკანცელარიო მაღაზია „პილოტში“, ხობში - სტალინის ქუჩაზე მდებარე პრესის ჯიხურში, ჩხოროწყუში - აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე პრესის ჯიხურში, მარტვილიში-წიგნის მაღაზია ინტელექტში და წერეთლის ქუჩაზე მდებარე პრესის ჯიხურში.
მკითხველი ჟურნალში მეგრულ ენაზე გაეცნობა ისტორიულ, სამეცნიერო თუ კულტურის თემებზე მომზადებულ სტატიებს. ასევე, მსოფლიო ლიტერატურის ცნობილი ნაწარმოებების თარგმანებს. ჟურნალს „მარგალურ ნინაშ ასოციაცია“ გამოსცემს, რომლის დამფუძნებლებიც გივი ქარჩავა და გიგა ქავთარაძე არიან.
ჟურნალის ფასი 5 ლარია.
დამფუძნებლების მიზანი მეგრულ ენაზე ზრუნვა და მისი გადარჩენაა.
#სამეგრელო
#მეგრულენოვანიჟურნალი
#გაყიდვა
#ზუგდიდი
#ხობი
#ჩხოროწყუ
#zugdididaily