კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული აჭარაში, 47 პირის პასუხს ელოდებიან
Tbilisi Daily
კიდევ ერთ სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა კორონავირუსი აჭარაში. შემთხვევა იმპორტირებულია. ლაბორატორიებში ჩატარებული 598 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კი უარყოფითია. ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში მკურნალობის კურსს გადის 9 პაციენტი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 47 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.