ვინმეს როგორ შევარჩენ ამას, რომ პატრიარქს შეაგინოს-მიტროპოლიტი ნიკოლოზი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142950
ვინმეს როგორ შევარჩენ ამას, რომ პატრიარქს შეაგინოს. ეს იყო პირველი შოკი, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი ამ ადამიანისგან ამ საქციელს-განაცხადა ახალქალაქის, კუმუდოს და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში. ეპისკოპოსმა მეუფე პეტრეს ის განცხადება გაიხსენა, სადაც მან კათალიკოს-პატრიარქი "პედარასტიასა და მამათმავლურ ცოდვაში" დაადანაშაულა და თქვა, რომ მაშინ იქ რომ ყოფილიყო, აუცილებლად იმოქმედებდა გინების საწინააღმდეგოდ.
"ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ეპისკოსი გავხდი, თორე ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი და შეგინებისთვის პასუხი რა არის, თქვენც გეცოდინებათ ახლა. ქუჩაში, ქუჩაში ადამიანი რომ შეგაგინებს, იმას არაფერზე აღარ უნდა ელაპარაკო, ერთადერთი მოქმედებაა ამის საწინააღმდეგო.
კიდევ კარგი იქ არ ვიყავი, აუცილებლად გავაკეთებდი ამას, აი, აუცილებლად. თან ვაპირებდი გასვლას, სინოდს ვთხოვე, რომ რაღაცას იტყვის-მეთქი ეს ადამიანი. მე სინოდს ვთხოვე, რომ მეც გავალ და ვიქნები-მეთქი იქ. არ გამიშვეს კიდევ კარგი, პატრიარქმა არ გამომიშვა. ეს ისეთი რამეა რა, ვინმეს როგორ შევარჩენ ამას, რომ პატრიარქს შეაგინოს. ეს იყო პირველი შოკი, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი ამ ადამიანისგან ამ საქციელს", - განაცხადა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა.