ტესტების არევა არ მომხდარა, რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე გაუშვეს-გამყრელიძე ნინოწმინდის ინციდენზე
Pirveliradio Ge
ტესტების არევა არ მომხდარა, რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე გაუშვეს - ამის შესახებ განცხადება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. გამყრელიძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნინოწმინდაში ინფიცირებულთა ტესტის შედეგები აერიათ და კლინიკიდან გამოჯანმრთელებულის ნაცვლად ინფიცირებული გაწერეს, არასწორი ინტერპრეტაციაა.
"კვლევა მიმდინარეობს, ტესტების არევა არ მომხდარა. კარანტინში ორჯერ გაიტესტა და ახლა ხდება მისი განმეორებითი ტესტირება. რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე გაუშვეს, როცა მეორე იყო სუსტად დადებითი. ახლა ხდება მისი ჩაღრმავებული კვლევა. სისხლის გამოკვლევა მოხდება. ის გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში და ვფიქრობთ, რომ არაფერი განსაკუთრებული იქ არ იქნება. არ არის სწორი ინტერპრეტაცია, რომ ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს. ის იდენტიფიცირებული იყო, გარკვეულ შეუთანხმებლობას ჰქონდა ადგილი, რომელსაც ახლა ვიკვლევთ. დიდი ალბათობით, ეს ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. აიღებენ სისხლს, გამოიკვლევენ ანტისხეულებზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ალბათობით, ჩვენ იქ ინფექცია არ გვაქვს", - აცხადებს გამყრელიძე.
http://pirveliradio.ge/?newsid=144753