კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევიდან 743 თბილისიდანაა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევიდან ყველაზე დიდი წილი თბილისიდან მოდის. თბილისში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძეა.
რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
თბილისი - 743;
აჭარა - 115;
იმერეთი - 301;
ქვემო ქართლი - 123;
შიდა ქართლი - 100;
გურია - 46;
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 138;
კახეთი - 107;
მცხეთა-მთიანეთი - 32;
სამცხე-ჯავახეთი - 25;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 225 893 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 494-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 210 445.
ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 481-მდე გაიზარდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31026156.html
#ახალი_ამბები
#twitter