ალექსანდრე ლუკაშენკო- ანგელა მერკელი ძუ მგელია - ევროპა მის გარეშე ძალას დაკარგავს
Tbilisi Daily
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ძუ მგელია, ხოლო ევროპა მის გარეშე ძალას დაკარგავს.
„ანგელა მერკელი ძუ მგელია. ევროპა ანგელა მერკელის გარეშე ძალას დაკარგავს. ანგელა მერკელმა ჩაბღაუჭება იცის, არ მოგშორდება, ძალიან შრომისმოყვარეა. მინსკში დონბასის საკითხზე მოლაპარაკებებზე დღეების განმავლობაში ვიჯექით მისი ამ თვისებების გამო“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინელ ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში.