რუსეთში აღიარებენ, რომ საერთაშორისო სასამართლო დავების თვალსაზრისით რთული წელი ელით
Tbilisi Daily
რუსეთს საერთაშორისო სასამართლო დავების თვალსაზრისით დაძაბული წელი ელოდება. ამის შესახებ რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის რწმუნებულმა მიხაილ გალპერინმა განაცხადა.
„უკვე აშკარაა, დაძაბული წელი გველოდება. კარანტინის გამო საქმეები გადადებული იყო. ახლა კი უცხოური და საერთაშორისო სასამართლოები კვლავ აქტიურდებიან. 14 იანვრისთვის დაგეგმილია რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებასთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფოთაშორისი სარჩელის დასაშვებობის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება.
21 იანვარს სასამართლო გამოაქვეყნებს დადგენილებას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ,“ 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. სექტემბერში კი დაგეგმილია საჯარო სხდომა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინისა და ნიდერლანდების სარჩელებთან დაკავშირებით, რომლებიც 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარ მოვლენებს ეხება”, – აღნიშნა გალპერინმა სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში გალპერინმა.