ირაკლი ოქრუაშვილი მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
მოძრაობა 'ერთიანი საქართველოსთვის' ლიდერი ' ირაკლი ოქრუაშვილი ,,ლელოს' ლიდერ მამუკა ხაზარაძეს მიმართავს და გალექსილ პოსტში მას სიმხდალეში სდებს ბრალს. ოქრუაშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია 'ლელოს' პოზიცია, რომლის შესახებაც ხაზარაძემ გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით ისაუბრა. მისი განცხადებით, კარგი იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ეს არარეალურია და ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს.