კორონავირუსის განახლებული მონაცემები საქართველოში

Tbilisi Daily

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 550​-ით გაიზარდა. საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 494 ადამიანი, 15 კი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა, აქედან 12 166 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 5 232​ PCR-ით. დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია: თბილისი - 647 შემთხვევა; აჭარა - 58; იმერეთი - 249; ქვემო ქართლი - 93; შიდა ქართლი - 95; გურია - 53; სამეგრელო - ზემო სვანეთი - 145; კახეთი - 106; მცხეთა-მთიანეთი - 41; სამცხე-ჯავახეთი - 49; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 11 336 აქტიური შემთხვევაა. 3 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 770, აჭარაში - 269, იმერეთში - 702. მძიმე პაციენტია 775 პირი, მათ შორის, თბილისში - 363, აჭარაში -54, იმერეთში - 184. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 2, იმერეთში - 26. 563 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 248 - თბილისში, 237- აჭარაში, 32 - იმერეთში. 7 117 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 226, აჭარაში - 97, ხოლო იმერეთში - 9. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 865 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 398 პირი, აჭარაში - 1 788, იმერეთში - 2 269. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 249 465​​-ს შეადგენს. აქედან 235 130 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 973 გარდაიცვალა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები