გერმანია აცხადებს, რომ ნავალნის სისხლში "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნივთიერება ნახეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გერმანიის მთავრობამ განაცხადა,  რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სისხლში აღმოაჩინეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის  ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ნივთიერება. შტეფენ ზაიბერტმა, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრეს-მდივანმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ გერმანიის საგანგებო სამხედრო ლაბორატორიის  დასკვნით, ეს არის „ნოვიჩოკის“ ჯგუფის  ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ნივთიერება. ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა თვითმფრინავში, როცა ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა 20 აგვისტოს. თვითმფრინავმა საავარიო დაჯდომა განახორციელა ომსკში, სადაც პოლიტიკოსი საავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით ის ბერლინში იქნა გადაყვანილი. 44 წლის ნავალნი ბერლინის შარიტეს საავადმყოფოში იმყოფება ხელოვნულ კომაში. https://www.radiotavisupleba.ge/a/30817231.html #ახალი_ამბები #twitter