რუსეთი მცირე წინსვლაზე აცხადებს, უკრაინა დამატებითი იარაღის მიწოდებას ელოდება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის ძალები აცხადებენ, რომ მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ინტენსიურ ბრძოლებში, იმ ცნობების ფონზე, რომ მოსკოვმა უკრაინის საზღვართან, კურსკის რეგიონში დამატებითი ძალები განათავსა საზღვრის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
კიევმა უარყო განცხადებები, რომლებითაც 30 იანვარს გამოვიდა დონეცკის რეგიონში რუსეთის მიერ კონტროლირებული არეალების ადმინისტრატორი, დენის პუშილინი - რომ რუსეთის ძალების წინსვლა აღინიშნა ქალაქ ვუჰლედართან, რომელიც ამჟამად ეპიცენტრია აღმოსავლეთ უკრაინის კონტროლისთვის მიმდინარე ბრძოლაში.
"ჩვენ პოზიციები არ დაგვიკარგავს" - განაცხადა იევგენ იერინმა, რეგიონში უკრაინის არმიის პრესმდივანმა.
უკრაინა დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდებს დააჩქარონ მისთვის იმ მძიმე აღჭურვილობის მიწოდების პროცესი, რომელსაც უკრაინას ბოლო კვირებში დაპირდნენ - იმ ფონზე, როცა უკრაინა ცდილობს შეინარჩუნოს ტერიტორია აღმოსავლეთით, რუსეთის რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32246250.html
Source: radiotavisupleba.ge