გიორგი ხოჯევანიშვილი გუბერნატორის თანამდებობაზე კიდევ 1 თვე იქნება
Gori Daily
ხოჯევანიშვილი ამ თანამდებობაზე მაჟორიტარობის კანდიდატად რეგისტრაციამდე დარჩება.
"სამართლებრივად ცსკ-ში რეგისტრაციამდე, რომელიც ერთ თვეშია, კვლავ გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება გუბერნატორის პოზიციაზე და მერე ვინ იქნება, ჯერ არ ვიცით", - განაცხადეს შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.
ინფორმაციისთვის, გორისა და კასპის გაერთიანებულ ოლქში "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარ კანდიდატად შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი დაასახელა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#საინტერესო
#სიახლე
#goridaily
წყარო - radiomosaic.ge
#პოლიტიკა
#ახალიამბები