როგორ უნდა დაიკრძალოს კორონავირუსით გარდაცვლილი?

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა, პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19 -ით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესები უკვე შეიმუშავა. უწყების მიერ გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებული, ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, ცხედარის უნდა დაიფაროს ზეწრით და მოთავსდეს გვამის წყალგაუმტარ ჩანთაში. შემდეგ უნდა გადაიტანონ დროებითი დაყოვნების სათავსოში, სადაც ჩანთას გარედან ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო გაუკეთდება. ამასთან, გვამის ჩანთას გარედან დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ცხედრის დროებითი დაყოვნების სათავსოში განთავსებიდან მაქსიმუმ ერთ საათში, ოჯახსა და დამკრძალავ სამსახურს გარდაცვალებისა და დროული გადასვენების აუცილებლობის შესახებ უნდა აცნობონ. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებმა და დამკრძალავმა სამსახურებმა შემდეგი მითითებები გაითვალისწინონ: გვამი უნდა გადასვენდეს სასახლით, რომელშიც გვამი თავსდება ჩანთით, რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია; საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვა და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება; COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს გვამის ბალზამირება და ნებისმიერი დამატებითი კონტაქტი, მათ შორის პათოლოგ-ანატომიური გაკვეთა. გაკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში კი, მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები #კორონავირუსი #გვამი #დაკრძალვისწესები #რეკომნდაცია #tbilisidaily