ჰომოსექსუალობის მკურნალობა სისხლის სამართლის წესით დაისჯება

Tbilisi Daily

გერმანიაში ჰომოსექსუალობის მკურნალობა კანონმდებლობის დონეზე აიკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. გერმანიის ფედერალური რეგიონების წარმომადგენლობამ, ბუნდესრატმა აკრძალა კონვერსიული თერაპია, რომელიც ჰომოსექსუალი ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შეცვლის მცდელობებს ითვალისწინებს. ასეთი პროცედურის ჩატარება 1 წლამდე პატიმრობით დაისჯება, თერაპიის რეკლამირება ან შუამავლობა 30 ათასი ევროთი დაჯარიმებას გამოიწვევს. დოკუმენტი არასრულწლოვანთა მშობლების ან მეურვეების პასუხიმგებლობასაც ითვალისწინებს, - იმ შემთხვევაში, თუ ისინი 18 წლამდე პირს მსგავს თერაპიაში ჩართავენ. „გენდერის შეცვლის“ ამ მეთოდს გერმანიაში ყოველწლიურად ათასამდე ადამიანი მიმართავს. წყარო: https://www.dw.com/ru/в-германии-законодательно-запретили-лечить-гомосексуальность/a-53694400