დაიწვა თუ დაწვეს - რას ეჭვობს ვარკეთილის ბაზრობის ყოფილი მეწილე

Tbilisi Daily

ვარკეთილის ბაზრობის ერთ-ერთი ყოფილი მეწილე დივერსიაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ ტერიტორიაზე ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს. ამის შესახებ ზანდა მსხვილიძის ადვოკატმა ისაუბრა. მსხვილიძე ბაზრობის 10%-ს ფლობდა. მისი ადვოკატის, გიგი სისვაძის თქმით, მიუხედავად 10%-ინი წილისა ზანდა მსხვილიძეს ბაზრობიდან დივიდენდები არასდროს მიუღია.     „ბაზრობის დომინანტ დამფუძნებლებს შორის განხეთქილება დღესაც გრძელდება.  არის რამდენიმე ვერსია, არსებობდა მაკეტი, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე ახალი ცენტრის მშენებლობა უნდოდათ, არსებული კი უნდა დაენგრიათ.  იყო საუბრები, რომ ინვესტორიც კი არსებობდა. ბაზრობას მშენებლობის პროცესშიც არაერთი დარღვევა ჰქონდა და არღვევდა უსაფრთხოების სტანდარტებს, არ არის გამორიცხული, საქმე გვქონდეს დივერსიასთან და ხანძრის ხელოვნურ გაჩენასთან“-აცხადებს მსხვილიძის ადვოკატი.