პარლამენტთან 14 კარავია განთავსებული

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საკანონმდებლო ორგანოსთან ამ დროისთვის 14 კარავია გაშლილი, აქტივისტები არ გამორიცხავენ, რომ კარვების რაოდენობა დღის ბოლომდე გაიზარდოს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას 2 კვირიან ვადას აძლევენ წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ კარვებით რუსთაველის გამზირს გადაკეტავენ. რაც შეეხება კონკრეტულად ოპოზიციის გეგმებს, ისინი 2 მარტს პარლამენტის პიკეტირებას აპირებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია.