თვითმკვლელობის იქით არაფერს გამოიძიებენ - რამიშვილი შსს-ს განცხადებაზე
Pirveliradio Ge
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს და შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საქმეს არ გამოიძიებენ. იგი ოჯახთან ერთად მთავარ პროკურატურასთან მივიდა და გენპროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართა, რომ ოჯახს გვერდით დაუდგეს.
"მას შემდეგ, რაც ფედერალური ბიუროს ჩართვა მოვინდომეთ, შსს ვითომდა მზად იყო. [...] მთელი ლეპტოპი აბსოლუტურად წაშლილია და ეს არის იმისკენ მიმართული, რომ გადაწყვეტილი აქვთ არანაირი საქმე არ გამოიძიონ და ხელს აფარებენ ბავშვის მიერ ინფორმაციის ფლობასა და მკვლელობას. თვითმკვლელობის იქით არაფერს გამოიძიებენ". - განაცხადა რამიშვილმა.