აშშ-ში კორონავირუსის 36 151 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 36 151 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს აშშ-ში 831 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში გამოვლენილია კორონავირუსის სულ 2 346 937 შემთხვევა. გარდაცვლილია 121 224 ინფიცირებული. აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა როგორც კორონავირუსით ინფიცირებულების, ისე გარდაცვლილების რაოდენობით.