კლინიკაში გარდაიცვალა გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 14 წლის ბავშვი 

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გარდაბნის მერის რამაზ ბუდაღაშვილის ინფორმაციით, ბავშვები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც აფეთქების შედეგად დაზიანდნენ.  როგორც „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმი ნონა ასათიანი ამბობს, 14 წლის ბავშვს კლინიკაში შეყვანის დროს პულსი და წნევა არ ესინჯებოდა, აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. მასთან ერთად დაშავებულ 9 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.   მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31127697.html #ახალი_ამბები #twitter