გია იაკობაშვილი-ჟურნალისტებმა უნდა დავუწესოთ ჩვენს თავს ის ჩარჩოები

Tbilisi Daily

ჟურნალისტებმა ჩვენ თვითონ უნდა დავუწესოთ ჩვენს თავს ის ჩარჩოები, რომლის იქეთ გადასვლა წითელ ხაზს იქეთ გდასვლაა და ეს უბრალოდ არ უნდა გვეპატიებოდეს. ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ სააგენტო For.ge-ს დამფუძნებელმა, გია იაკობაშვილმა განაცხადა. მას კითხვით მიმართეს, თუ როგორია დღევანდელი მედია და არის თუ არა მედიაგარემო ჯანსაღი. „ყველაფერი შედარებითია. იმასთან შედარებით რაც იყო, მედიაგარემო ჯანსაღიც არის და სუპერ ჯანსაღიც. მთავარია, მედიაში მომუშავე ჟურნალისტებმა ჩვენ თვითონ უნდა დავუწესოთ ჩვენს თავს ის ჩარჩოები, რომლის იქეთ გადასვლა წითელ ხაზს იქეთ გდასვლაა და ეს უბრალოდ არ უნდა გვეპატიებოდეს. ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა, მაგრამ ნიკა გვარამიასა და ნიკა გვარამიებს ვერანაირ მორალზე და ეთიკაზე ვერ დაელაპარაკები. უბრლოდ, ამაშია საქმე და განსხვავებაზე საუბარი მე სრულიად ზედმეტა მიმაჩნია. ფინანსური კუთხით რომ ავიღოთ, აკრძალული იყო რეკლამების მოტანა, დაფინსანსება, სპონსორობა. მე მაშინ „პრესა.გე“ მქონდა და აკრძალული იყო ეს ყველაფერი და ბოლოს ადგნენ და ელემენტარულად წაიღეს“, - განაცხადა იაკობაშვილმა. მისივე თქმით, ნიკა გვარამია ჰქვია დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის მედიასაც, პროკურატურასაც და ეკონომიკასაც. „თუ არ ვცდები, 2013 წელი იყო, ნიკა გვარამიამ თავის კაბინეტში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა. დღეს ამაზე აღარავინ საუბრობს. მე მაშინ ვწერდი და ვსაბუთებდი, რომ ეს თავად ნიკა გვარამიას მოწყობილი პროვოკაცია იყო. არ გამოძიებულა. თუ მას დაუყენეს მოსასმენი აპარატურა, ეს ნაკლებსავარაუდოა, ასე, რომ ყოფილიყო, ნიკა გვარამია არ გაჩერდებოდა. დღესაც ისაუბრებდა მაგაზე - მაშინ ეს უნდა ვიცოდეთ, თუ რატომ დაუყენეს აპარატურა. ხოლო თუ ეს იყო ნიკა გვარამიას მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია, ამაზე შესაბამისი პასუხი უნდა გასცემოდა“, - განაცხადა იაკობაშვილმა. https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/162615/gia-iakobashvili-jurnalistebma-unda-davutsesot-chvens-tavs-is-charchoebi-romlis-iqet-gadasvla-tsitel-khazs-iqet-gdasvlaa