შესაძლოა ენგურის ხიდი ცალმხრივად გაიხსნას.
Zugdidi Daily
ენგურის ხიდი დე ფაქტო ხელისუფლებამ შესაძლოა ისევ ცალმხრივად გაიხსნას. მიზეზად სოხუმი „საქართველოში ჩარჩენილ“ მოქალაქეებს ასახელებს, რომლებსაც სახლში დაბრუნება სურთ.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს ვისაც აფხაზეთში დაბრუნების სურვილი აქვთ, მდინარის გადალახვა უწევთ, შედეგად კი დღეში 30-მდე „დამრღვევს“ აკავებენ.
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე რუსტამ ლატიპოვი ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:
„მოსაზღვრე ტერიტორიაზე ბევრია აფხაზეთის მოქალაქე და გალის რაიონის მცხოვრები, რომლებსაც ბინადრობის დროებითი მოწმობა გააჩნიათ. ისინი სხვადასხვა მიზეზით გაემგზავრნენ საქართველოში და ახლა სურთ დაბრუნება სახლში. გარდა ამისა, რუსი კოლეგები გვატყობინებენ, იმ ადამიანების რაოდენობის ზრდაზე, ვინც სახლში დაბრუნებას მდინარის გადალახვით ცდილობს. ყოველდღიურად 20-30 დამრღვევს იჭერენ. ამიტომაც არსებობს აზრი, მათი ლეგალურად შემოშვების შესახებ.“
14 მარტს პანდემიის გამო ჩაკეტილი ენგურის ხიდი რამდენიმე დღით სამჯერ გაიხსნა და დაიხურა. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 26 მაისს ხიდი ცალმხრივად ერთი კვირით, 22 ივნისს სამი დღით, ხოლო 13 ივლისს ხუთი დღით გახსნა.
გალელებმა ამ დრომდე არ იციან, როდის შეძლებენ ძველებურად აფხაზეთ-სამეგრელოს შორის მიმოსვლას.
#აფხაზეთი #საქართველო #ოკუპირებულიტერიტორია #პანდემია #საზღვარი #ენგური #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com