ბრიტანეთის მთავრობა ნიუკასლის გაყიდვის პროცესში არ ჩაერევა

Headline Sport

ნიუკასლ იუნაიტედში დიდი ცვლილებებია. კლუბის გასხვისების პროცესი დროში ძალიან გაიწელა და ბუნებრივია გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან, თუ როგორ დასრულდება მოლაპარაკებები. ბრიტანული წყაროების მიხედვით, ნიუკასლის მფლობელი, მაიკ ეშლი თანახმაა გუნდს 300 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეელიოს. პოტენციური მყიდველი, ამანდა სტეივლის კონსორციუმია, რომლის წილს მილიარდელი ძმები რუბენები (10%), თვითონ ამანდა სტეივლი (10%) და საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდი (80%) ინაწილებენ. მათ უკვე ყველაფერი შეათანხმეს და შეთანხმების განხორციელებისთვის პრემიერ ლიგისგან ოფიციალურ დადასტურებას ელიან. როგორც ცნობილია, საუდის არაბეთის კონსორციუმის წინააღმდეგ გარკვეული სახის ბრალდებებია ადამიანთა უფლებების შელახვის კუთხით. თუმცა, გაერთიანებული სამეფოს კულტურის მინისტრის განცხადებით, მთავრობა არ ჩაერევა მიმდინარე პროცესებში და სრულ ნდობას გამოუცხადებს პრემიერ ლიგის ასოციაციას. ამ განცხადებამ ნიუკასლის გულშემატკივრებს იმედი მისვა, რომ მოლაპარაკებები საბოლოოდ წარმატებით ჩაივლის და მათ კლუბს არაბი მილიარდელები ჩაიბარებენ. #headlinesport #sport #football #premierleague #newcastle #saudiarabia