დღეიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს

Tbilisi Daily

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოსინფორმაციით, 11 და 12 მაისს, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, 11 და 12 მაისს დასავლეთ საქართველოში 23-დან 28 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 19-დან 24 გრადუსამდე. 13 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში ისევ მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. დასავლეთ საქართველოში ყველგან იწვიმებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ისევ გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა 20 25 გრადუსის ფარგლებში იქნება. 19 მაისს ისევ გამოიდარებს“,- აცხადებენ ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოში.