დარგი და თემა არ არის დარჩენილი პასუხის გარეშე — ვოლსკი ანტიკრიზისულ გეგმაზე
On.ge
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით ერთი დარგი და თემაც კი არ დარჩა პასუხის გარეშე. დეპუტატის თქმით, გეგმა დამყარებულია არა პოლიტიკურ ნიშნებზე, არამედ ღრმა მეცნიერულ ანალიზსა და სიტუაციის შეფასებაზე. ამ თემაზე დეპუტატის კომენტარს მთავარი არხი ავრცელებს.
"ამის დეტალური განხილვა მოხდა, დავამატებ მხოლოდ ერთს, დარგი და თემა არ არის დარჩენილი პასუხის გარეშე. რასაკვირველია ჩვენ არ უნდა ველოდოთ ეკონომიკურ ბუმს და ეს გეგმა ჩამოყალიბებულია იმდენად რამდენადაც პანდემიამ განაპირობა კრიზისი", — თქვა გია ვოლსკიმ.
#news
#politics
https://on.ge/story/54970-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%94-%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94