ბიზნესმენი საკრებულოს თავმჯდომარისთვის წყლის შესხმას შეეცადა

Tbilisi Daily

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა საკრებულოს სხდომა ზუგდიდში. ბიზნესმენი მანანა მიქავა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს დაუპირისპირდა მოქალაქე მანანა მიქავა, რომლის მტკიცებითაც მას ზუგდიდის მერიამ 4000კვ.მ მიწის ნაკვეთი წაართვა საკრებულოს თავმჯდომარეს, მამუკა წოწერიას დაუპირისპირდა. მან საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, "ნაგავი" უწოდა და უთხრა, რომ მისი მიწის მითვისების საქმეში წოწერიას პირად დაინტერესებას ხედავს. მოქალაქე შეეცადა საკრებულოს თავმჯდომარისთვის წყალიც შეესხა. საკრებულოს თავმჯდომარემ ბრალდებები უარყო, მისი განცხადებით, აღიშნული ტერიტორია წლებია საკრებულოს ბალანსზეა და მიქავას ბრალდებები უსაფუძვლოა.მისი თქმით, ბიზნესმენს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი სიმართლე სასამართლოში დაემტკიცებინა და მოუწოდა, პატივი ეცა სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის. დაპირისპირება მიწის ნაკვეთის საკითხის განხილვას მოჰყვა, სადაც რამდენიმე კვირის წინ მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი განახორციელეს.