თეატრების, კინოთეატრებისა და საბავშვო ცენტრების გახსნა პირველ ნოემბრამდე გადაიდო
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქათველოშითეატრებისადა კინოთეატრების გახსნა პირველ ნოემბრამდე გადაიდო. აქამდე არსებული ინფორმაციით თეატრების გახსნა 15 სექტემბერს იგეგმებოდა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ასევე პირველ ნოემბრამდე არ გაიხსნება ბავშვთაგასართობი ცენტრებიც.
''ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა. უწყებათაშორისმა საბჭომცალკეული შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. მკაცრდება გარკვეული რეგულაციები.ხვალიდან შევა ძალაში რამდენიმე მათგანი.
დავაანონსეთ თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება, აღნიშნული ობიექტები უნ და გახსნილიყო ნაწილი 15 სექტემბერს და ნაწილი 1 ოქტომბრიდან, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მათი გახსნა გადაიდო ერთი თვით.
თეატრები და კინოთეატრები, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრები გაიხსნება პირველი ნოემბრიდან'' - განაცხადეს ბრიფინგზე.