უნგრეთში პირადობის დამადასტურებელ საბუთებში სქესის შეცვლა აიკრძალა
Tbilisi Daily
33 ხმით 57-ის წინააღმდეგ, უნგრეთის პარლამენტმა მიიღო შესწორება კანონში, რომელიც დაბადების მოწმობაში მითითებული სქესის შეცვლას კრძალავს, - წერს Reuters-ი. ამ ცვლილების შემდეგ უნგრელი ტრანსგენდერები ვეღარ შეძლებენ ოფიციალურად გახდნენ სხვა სქესის წარმომადგენლები.
პარლამენტის გადაწყვეტილება უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს. „ეს უნგრეთს შუასაუკუნეებში აბრუნებს“, - განაცხადა Amnesty International-ის უნგრული განყოფილების დირექტორმა დევიდ ვიგმა.
ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით კი, კანონის ის ნაწილი, რომელსაც აკრიტიკებენ, არავის უშლის ხელს, განახორციელოს მისი ძირითადი უფლებები და იცხოვროს საკუთარი იდენტობის შესაბამისად. მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ორბანის მეთაურობით, ამტკიცებს, რომ ამ გადაწყვეტილებით აღმოიფხვრება მრავალი იურიდიული გაუგებრობა, რასაც სიტყვა „სქესის“ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია იწვევდა.