დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი იწყება
Tbilisi Daily
დღეს და ხვალ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართება, რომლის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების უკანონო და პროვოკაციული ქმედებების და მათი მძიმე შედეგების საკითხს დააყენებს.
ქართული მხარე რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრებს. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ირაკლი ბებუაზე, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა სწორედ ჟენევის მოლაპარაკებების წინ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.