ლონდონში კორონავირუსის გამო შეზღუდვების მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

შეტაკება მოხდა 19 სექტემბერს ლონდონში პოლიციასა და კორონავირუსის გამო შეზღუდვების მოწინააღმდეგეებს შორის. გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დაგეგმილია დემონსტრაცია, რომელსაც აწყობენ შეზღუდვებით უკმაყოფილო ჯგუფები. ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი  იზრდება. ლონდონში საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა ქალაქი მერის, სადიღ ხანის,  გაფრთხილებას, რომ კომენდანტის საათს გამოაცხადებს, აიძულებს ბარებს ადრე შეწყვიტონ მუშაობა და აკრძალავს სტუმრობა, რათა შეჩერდეს კოვიდის ახალ შემთხვევათა სწრაფი ზრდა. ბრიტანეთის მთავრობამ ამ კვირაში აკრძალა ექვსზე მეტი ადამიანის შეხვედრა. ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა, განაცხადა, რომ ცხადია, რომ ქვეყანაში ინფექციის მეორე ტალღა იქნება. კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით შეზღუდვების, მათ შორის, ნიღბების გამოყენების და სკოლებში სოციალური დისტანცირების მოწინააღმდეგეებმა პროტესტი გამოთქვეს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში. მიუხედავად იმისა, რომ ინფექციის ახალი შემთხვევების რიცხვი სწრაფად იზრდება, საფრანგეთის დედაქალაქი Tour de France-ის ბოლო ეტაპს მასპინძლობს. https://www.radiotavisupleba.ge/a/30848357.html #ახალი_ამბები #twitter