შვედეთში 5G ქსელი გაუშვეს
Headline
შვედურმა სატელეკომუნიკაციო კომპანია Tele2-მა ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი თაობის 5G მობილური ქსელის გაშვების შესახებ განაცხადა. ხსენებულმა ოპერატორმა ერთი დღით დაასწრო მის ორ კონკურენტ კომპანიას - Telia-სა და Ericsson-ს.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა. კომპანია Tele2-მა შვედურ ქალაქებში - სტოკჰოლმში, გიოტებორგსა და მალმიოში განთავსებული 5G ანძები წარმოადგინა. მე ამაყი ვარ, რომ შვედეთი არის პირველი ქვეყანა, სადაც ზემოხსენებული ქსელი სრულყოფილად იქნება მოხმარებაში ჩაშვებული“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ანდერს ნილსონმა.
ახალი ტექნოლოგია ინფორმაციის გადაცემის სიჩქარეს 1გბ/წმ-ში უზრუნველყოფს, რაც თითქმის 4-ჯერ უფრო სწრაფია 4G-სთან შედარებით. ამასთან, ყველას არ შეეძლება ახალი ტექნოლოგიით სარგებლობის საშუალება. ამისთვის საჭირო იქნება ულიმიტო ინტერნეტი და ამავრდოულად მობილური მოწყობილობა მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერით, რომელიც დღესდღეობით ძალიან მცირე რაოდენობითაა.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
5G
Sweden
technology
cell
progress
next
step
future
headline