9 - დან 13 წლამდე პატიმრობის მაგივრად 1 წელი და 6 თვე მკვლელობისთვის
Batumi Daily
27 თებერვალს ქობულეთში მკვლელობა მოხდა. არჩილ ცეცხლაძემ 31 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სანადირო თოფით გასროლის შემდეგ, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.
დანაშაულის ჩადენის დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
"სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“ - ეწერა უწყების ინფორმაციაში
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა კი, გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდებულს მკვლელობის მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის მხოლოდ 1 წელი და 6 თვე იქნება ციხეში. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის თქმით, "საქმე გვქონდა არა განზრახ მკვლელობასთან, არამედ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით ჩადენილ მკვლელობასთან [სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლი].
აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე, შინაპატიმრობასა და გამოსასწორებელ სამუშაოს ითვალისწინებს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში