კორონავირუსი საკონდიტრო დონას კიდევ 3 თანამშრომელს დაუდასტურდა
Tbilisi Daily
საკონდიტრო „დონას” კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. საკონდიტროს კიდევ სამ თანამშრომელს PCR ტესტის გაკეთების შემდეგ, ვირუსი დაუდასტურდა.
თუმცა,აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ სამ პირზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მათი ანალიზის პასუხებს ჯერ კიდევ ელოდებიან.
შეგახსენებთან, ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე საკონდიტრო „დონას” თანამშრომელს გუშინ, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე საკონდიტრო დაკეტილია. თანამშრომლების ნაწილი კარანტინში, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
#ახალიამბები