"მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.."

Batumi Daily

9 ნოემბერს, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომელიც საღამოს ათი საათის შემდეგ გადაადგილებაზე შეზღუდვის მიუხედავად მიმდინარეობდა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აქციას ღამის 10 საათის შემდეგ „მოჰყვება ადეკვატური, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“. "კონკრეტულ პირებს უნდათ, რომ აქ რაღაც პროვოცირება მოხდეს, არ ვაპირებთ. ვიმოქმედებთ კონკრეტული ინდივიდუალური შემთხვევებით. ყველა პოლიციელი იმოქმედებს კანონის შესაბამისად. დარღვევა არის და აისახება შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის შესაბამისად იმოქმედებს. დაჯარიმდებიან, ღია სივრცეში გადაადგილება არის აკრძალული'' - განაცხადა ანანიაშვილმა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 9 ნოემბრიდან ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილება იკრძალება დილის 5 საათამდე, როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით. მთავრობის ცნობით, პირი, რომელიც ამ რეგულაციას დაარღვევს, 2 000 ლარით დაჯარიმდება. საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში