თბილისში ჩაიშალა "საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის" მიერ ორგანიზებული სემინარი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
თბილისში შეწყდა ერთ-ერთი სასტუმროში, ორგანიზაციია „საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის“ მიერ ორგანიზებული სემინარი.
როგორც სემინარის ორგანიზატორმა ალექსანდრ ბეჟენცევმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ტრენინგს, ძირითადად საქართველოში მცხოვრები ეთნიკური რუსული თემის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის მართავდნენ. სემინარის თემა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები დაცვა იყო. პროგრამის შემადგენელი ერთ-ერთი საკითხი იყო ასევე მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირისა და საქართველოს წვლილი.
ბეჟენცევის განმარტებით, ადგილზე მედიის წარმომადგენელთა გამოჩენის და სემინარით დაინტერესების შემდეგ მონაწილეებმა სასტუმროს დატოვების გადაწვეტილება მიიღეს.
„დღეს ჩვენ ვატარებით სემინარს, რომლის მთავარი საკითხი იყო ეთნიკური უმცირესობების თემა. მოვიწვიეთ ჩვენი ახალგაზრდები, საქართველოს მოქალაქე რუსეთის დიაპორის წარმომადგენლები. ტრენინგი რუსულ ენაზე იყო. არავითარი რუსეთის ფერადაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გვაფინანსებდა, არავითარი პროპაგარდა არ ყოფილა. გვაფინანსებდა არასამთვარობო ორგანიზაცია "უცხოეთში მცხოვრები რუსი თანამემამულეების დახმარებისა და უფლებების დაცვის ფონდი", ვინ აფინაანსებს ამ ფონდს არ ვიცი, ალბათ სახელმწიფო, არ აქვს მნიშვნელობა. არავითარი პოლიტიკური საკითხები აქ არ დასმულა. უნდა გველაპარაკა ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებზე, უპირატესად ევროპულ სტანდარტებზე. ასევე ჩვენი დიასპორის მდგომარეობაზე, არავითარ პოლიტიკაზე ლაპარაკი არ ყოფილა“, -უთხრა რადიო თავისუფლებას ალექსანდ ბეჟენცევმა, რომლის თქმითაც, მედიის წარმომადგებლოების „შევადნის“ შემდეგ სენიმარის მონაწილეებს „შეეშინდათ და ჩაგვიშალეს ღონისძიება, ეს არის დემოკრატიული?!“
ბეჟენცევის განმარტებით ერთადერთი რაც „პროპაგანდად“ შეიძლება მიიეჩინიათ ,"დიდ სამამულო ომში საქართველოს მონაწილებაზე საუბარი იყო" რაც მისი თქმით „პროპაგანდა არაა“.
„უცხოეთში მცხოვრები რუსი თანამემამულეების დახმარებისა და უფლებების დაცვის ფონდის მიერ“ დაფინანსებული ერთდღიანი სემინარის დღის წესრიგის მიხედვით განსახილველი თემები იყო:
დიდი სამამულო ომის ფალსიფიცირების და ისტორიის გამრუდების მცდელობის წინაღმდეგ საუბარი, რომელიც ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორს გულბაათ რცხილაძეს მიჰყავდა
„რუსული თემი საქართველოში მათი პერსპეტივები“
„ეთნიკური უმცირესობების უფლებების საერთაშორისო სტანდარტები და მათი დაცვა"
სემინარის შესახებ სააგენტო "სოვას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მოყვანილია რამდენიმე ციტატა, თუ რაზე მიმდინარეობდა საუბარი „მთელი ლექციის განმავლობაში ევრაზიის ფონდის დირექტორი საუბრობდა საბჭოთა კავშირის დამსახურებაზე როგორც საქართველოს, ისე სსრკ-ს შემადგენლობაში შემავალი სხვა რესპუბლიკების გადარჩენაში“,- წერს "სოვა"
„ამბობენ, რომ საქართველოსთვის არც ისე ცუდი იქნება, თუ ნაცისტური გერმანია გაიმარჯვებდა. ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ წარმოედგინათ გერმანელებს ოკუპირებული საბჭოთა კავშირის მომავალი. საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში ძირძველი მცხოვრებელობის ადგილი აღარ რჩებოდა, მათ შორის ეს ეხება კავკასიას, ამიერკავკასიას და საქართველოს. ანუ ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ დღეს ისინი ისტორიის გადაწერას ცდილობენ“, - ციტირება რცხილაძე კრემლის პროპაგანდას“,- წერს სააგენტო „სოვა“.
არასამთვარობო ორგანიზაცია "მედიის განვითარების ფონდის" (MDF) თანახმად “რუს ახალგაზრდათა კავშირი საქართველოში" 2004 წლიდან ფუქციონირებს, მისი ხელმძღვანელი ალექსანდრ ბეჟენცევი, აგრეთვე რუსი თანამემამულეების საკოორდინაციო საბჭოს აღმასრულებელი მდივანია და ხელმძღვანელობს საქართველოს რუს თანამემამულეთა სამართლებრივი დაცვის ცენტრს. სამართლებრივი დაცვის ცენტრს აფინანსებს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და მუშაობა 2012 წლის 1 იანვარს დაიწყო. ფონდის დამფუძნებლები არიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფედერალური სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვო“.
2018 წელს თბილისში "გორჩაკოვის ფონდის" მხარდაჭერით "საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშრის" მიერ ორგანიზებული “ახალგაზრდა ლიდერების ფორუმი” უნდა გამართულიყო, თუმცა ჩაიშალა. მაშინ „საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით ფორუმის მომზადების პროცესში წააწყდნენ „ორგანიზატორების მიმართ არამოტივირებულ აგრესიას ცალკეული პირების და მედიის მხრიდან, რაც მიმართულია ღონისძიების ჩაშლისკენ." ამავე ორგანიზაციის მტკიცებით, სოციალურ ქსელებში ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან.
"გორჩაკოვის ფონდი" 2010 წელს, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ბრძანებით შექმნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსეთის "რბილი ძალის" გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31906538.html
Source: radiotavisupleba.ge