საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 27-ე პაციენტი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, 27-ე პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები დაახლოებით 11:20 საათისთვის განახლდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge. 25 აგვისტოს შემდეგ, 20 სექტემბრამდე საქართველოში ლეტალური შედეგი აღარ ყოფილა. 20-25 სექტემბერს გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება. https://www.radiotavisupleba.ge/a/30857263.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)