ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები უსაფრთხო ქვეყნებთან საზღვრების გახსნას ითხოვენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირები უსაფრთხო ქვეყნებთან საზღვრების გახსნასა და ფრენების დაწყებას მოითხოვენ. მათ მთავრობისთვის ხმის მისაწვდენად აქცია-მსველობა გამართეს, ბოლოს კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მოთხოვნები გააჟღერეს. "ხაზს ვუსვამთ, საზღვრები უნდა გაიხსნას იმ ქვეყნებთან, სადაც კოვიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, სადაც აღარ არის მაღალი რისკი - ევროკავშირის ქვეყნებზე მაქვს საუბარი. ასევე ვითხოვთ, რეგულარული ფრენების აღდგენასა და ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას", - თქვა ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა, ცოტნე ჯაფარიძემ. საქართველო კოვიდვითარების კუთხით უსაფრთხო ქვეყნადაა გამოცხადებული. ქვეყანამ ტურისტების მიღება რამდენიმე თვეა შეწყვიტა და ტურისტებისთვის ახლა იხსნება. საქართველო 5 ქვეყანას - გერმანიას, საფრანგეთს, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს უპირობოდ უხსნის. სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა კი ქვეყანაში მოსახვედრად 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ საკუთარი ხარჯებით.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30728035.html #ახალი_ამბები #twitter